„წლის მეექვსე კაცის ჯილდო“ - გადაეცემა იმ პიროვნებას, რომელიც სათადარიგოდან აგრძელებს თამაშს უფრო მეტს ვიდრე ძირითად შემადგენლობაში და შესაბამისად კარგად წარმოაჩენს თავს; „წლის ახალბედას ჯილდო“ - გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელმაც NBA პირველი სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა; „ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე“ - იღებს ის პიროვნება, რომელიც წინა სეზონთან შედარებით გაცილებით აუმჯობესებს პერსონალურ თამაშს; „წლის მცველის ჯილდო“ გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელიც რეგულარულ სეზონში დაცვაში საუკეთესოდ დგას; „წლის მწვრთნელის ჯილდო“ გადაეცემა იმ მწვრთნელს, რომელმაც გუნდისგან მაქსიმალურად შეძლო პოზიტიურის გამოჩენა; „ყველაზე ღირებული მოთამაშე“ ჯილდო გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელიც მისი გუნდისთვის საუკეთესო თამაშს აჩვენებს და ეხმარება გუნდს წარმატებაში; ასევე სპორტული ახალი ამბების არაოფიციალური (მაგრამ შემდგომ აღიარებული) ჯილდო გუნდის აღმასრულებელ მენეჯერს, რომელიც გუნდისთვის ბევრ და სწორ მიმართულებით გადადგავს ნაბიჯს.
