ფინალში, ურუგვაიმ 93 ათასი მაყურებლის წინაშე დაამარცხა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 4–2 და გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული.
2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა 200, 2006 წლისაზე — 198, ხოლო 2010 წლისაზე — 204 ქვეყნის ნაკრები.
მაგალითად, ასე მოხდა 2010 წელს, როდესაც 2018 და 2022 წლების მასპინძლები ერთდროულად გამოცხადდნენ (რუსეთი და ყატარი, შესაბამისად).
1938 წლიდან მოყოლებული, ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს ავტომატურად ენიჭება საგზური და როგორც წესი, საკვალიფიკაციო რაუნდში არ მონაწილეობს.
ფეხბურთი ოლიმპიადას 1936 წელს დაუბრუნდა, თუმცა ამ დროისათვის ოლიმპიური ფეხბურთი, უკვე უფრო პრესტიჟული მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა.
1920 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა ტურნირი ფეხბურთში — მსოფლიოს პირველი საერთაშორისო საფეხბურთო შეჯიბრი, რომელიც ბელგიის ნაკრებმა მოიგო.
ხუთი გამარჯვებით ბრაზილია ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და, ამასთანავე, ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონატის ყველა გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა (სულ 19-ჯერ).
პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუსიენ ლორანმა.
