მის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თითო სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში — ფართო და მაღალი თაღოვანი ბუხარი.
გალავნის სამხრეთ კედლის შუაში ჩართული სწორკუთხა (6,8 X 5,3 მ.) კოშკისაგან მხოლოდ დასავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ნაწილებია შემორჩენილი.
ქვედა ციხის დასავლეთ ნაწილში, კარიბჭესთან ახლოს, დგას შერჩეული რიყის ქვითა და ნატეხი ქვით ნაგები რვაკუთხა კოშკი (სიმაღლე 9 მ).
განივ კედლებში ორ–ორი, ხოლო სამხრეთ კედელში სამი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლებიც ორივე მხრიდან კედლის საფეხურით შეღრმავებულ თაღოვან არეში არიან ჩასმული.
მეორე სართული მისაღები დარბაზია, შესასვლელი მას სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში აქვს.
მათგან მთავარი გალავნის სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია, ციხის ყველაზე დაბალ ადგილზე.
ბურჯის პირველი და მეორე სართული კარიბჭის მცველთა სადგომს წარმოადგენდა.
გუმბათქვეშა თაღებისა და მკლავებს შორის მოქცეული ნიშების თაღების თავზე, კონსოლებზე დაყრდნობილი და საფეხურით გამოშვერილი თითო თაღია.
მკლავებს შორის მოქცეულ ნიშებს და გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებს დამოუკიდებელი გადახურვა აქვს.
