დავით ხოშტარია აღნიშნავს, რომ ეს დღესაც ასეა და ხანძთამდე წესიერი ბილიკიც კი არ მიდის.
იგი ამ შემთხვევაშიც ხანძთის კლდეების „სიფიცხლეს“ უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მშენებლობა ადგილის მოსწორებისას წარმოქმნილმა სიძნელეებმაც გააჭიანურა : რთული იყო ქვისა და კირის ადგილზე მიტანა, რადგან მონასტერი საპალნიანი საქონლისათვის მიუვალი იყო და საშენი მასალის მოტანა ბერებს შორი მანძილიდან ზურგით უწევდათ.
ვახტანგ ჯობაძე აღნიშნავს ძოწისფერი პიგმენტის კვალს ნახევარსვეტებზე გუმბათის ყელის დასავლეთ მხარის ქვედა ნაწილში და ფიქრობს, რომ ისინი მთლიანად უნდა ყოფილიყო დაფერილი .
დავით ხოშტარიას მითითებით, ეს ცნობა მართლაც ახლოსაა სინამდვილესთან და ხანძთაში სამშენებლოდ განსაკუთრებით მძიმე პირობებია .
ხანძთაში აღიზარდნენ და მოღვაწეობდნმენ არსენ I კათალიკოსი (820–877) და ეპისკოპოსი ეფრემ მაწყვერელი (815–285).
