ემოციების გადმოსაცემად ანიმეში ტრადიციული მეთოდების — სახის გამომეტყველების და ხმის ცვლილების გარდა გამოიყენება სხვა ხერხები, რომლებიც ხშირად ჰიპერტროფირებული და კომედიურია — მაგალითად, გაბრაზებულ პერსონაჟს შეიძლება თვალებში ცეცხლი აენთოს, სხვა პერსონაჟის სულელურ ან უდროო კითხვის ან მოქმედების საპასუხოდ თავის ზემოდ ან გვერდზე გაუჩნდეს ოფლის გიგანტური წვეთი (ეს ანიმეს ყველზე ცნობილ სტერეოტიპადაც კი იქცა), შოკირებული პერსონაჟი შეიძლება ქვად გადაიქცეს დ.
ანიმე და მანგა ტრადიციულად კლასიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმებით, რომლებიც სხვა შემთხვევებში არ გამოიყენება: როგორც ნებისმიერი სხვა კინოპროდუქცია, ანიმე იქმნება მისი შემდგომი გავრცელების ფორმატის გათვალისწინებით და ის შეიძლება იყოს განკუთვინილი საჩვენებლად ტელევიზიით, კინოთეატრებში ან გაიყიდოს ვიდეოკასეტებზე და DVD-ზე.
ტელესერიალი (TV) — ანიმე, რომელიც შედგება მოკლე 22-24 წუთიანი სერიებისაგან და განკუთვნილია ყოველკვირეული ტელეტრანსლაციისათვის.
