ეგვიპტური იეროგლიფების რთული და არაკანონზომიერი მოხაზულობების გამო, ამ დამწერლობის უნიკოდი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მისი შემუშავება დაგეგმილია.
თავდაპირველად „იეროგლიფი“ მხოლოდ ეგვიპტური დამწერლობის ნიშანს ერქვა, შემდეგ კი ეს ტერმინი უფრო ზოგადი გახდა და სხვა იდეოგრამებით შედგენილი დამწერლობების სიმბოლოებსაც ეწოდა (მაგალითად „ჩინური იეროგლიფები“).
მიუხედავად იმისა, რომ წერის სტილი და ნიშანთა მოხაზულობა ყველა მათგანში განსხვავებულია, მათი მნიშვნელობები და ფუნქციები უცვლელი დარჩა.
ეგვიპტური კურსივი დამწერლობების ნიშნების იდენტიფიკაცია მხოლოდ სპეციალისტების მიერაა შესაძლებელი და მათი ამოცნობა უბრალოდ მოხაზულობის შედარების გზით თითქმის შეუძლებელია.
მოცემული ცხრილი გვიჩვენებს ზოგიერთი იეროგლიფისა და მისი შესატყვისი იერატიკული ნიშნის მსგავსებასა და განსხვავებას: ძველი სამეფოს პერიოდის დასასრულს იერატიკულ დამწერლობას გამოეყო ახალი წერის ფორმა, ე.
ეგვიპტურ დამწერლობას თავდაპირველად მეტწილად მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლები ან სასულიერო პირები ხმარობდნენ, შემდგომში კი იგი მთელ ეგვიპტეში გავრცელდა და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა.
