ამ წარწერასაც და შესაბამისად ძეგლსაც და მთლიანად სამონასტრო ანსამბლსაც წარწერის პირველი გამომცემლები გიორგი ბრწყინვალეს აკუთვნებდნენ, მაგრამ პარმენ ზაქარაიას მიერ დადგენილ იქნა, რომ მონასტერი აშენებულია ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდში (1213-1222 წწ.)  ტაძრის კარიბჭის შიდა კედელზე არსებული უფრო ადრინდელი წარწერა კი მის სავარაუდო ქტიტორს ამირეჯიბ ქავთარ ქაჯიფაჲსძეს იხსენიებს: როგორც აღნიშნული წარწერიდან ირკვევა ქავთარ ამირეჯიბს „ჴრმლით მოგებულით“ უყიდია ტანძია და თევდორეწმინდანი და ფიტარეთის საყდრისთვის შეუწირავს.
მონასტერი ღრმა ხეობაში დგას და მაღალი მთებითაა შემოსაზღვრული.
მიჯნის ქართული გუმბათიანი ეკლესიების ტიპს განეკუთვნება და განეკუთვნება ბეთანია–ქვათახევის ეკლესიათა ხუროთმოძღვულ ტიპს, ამას ძეგლის არქიტექტურული ანალიზი ცხადყოფს  ფიტარეთის ტაძრის გეგმა თითქმის კვადრატულია.
XVIII საუკუნის II ნახევრიდან ფიტარეტის ტაძარი გაუქმებულა, ხოლო ფიტარეთის სამონასტრო სენიორია დაცარიელებულია და მიტოვებულია.
