ინკებს ჰქონდათ დიდი და პატარა დოლები, სხვადასხვა ფორმის, ზომის და სახის ფლეიტები, რომლებიც გაკეთებული იყო ძვლისგან, ლერწმისგან.
დღესასწაული ინკებისთვის იყო ის მაცოცხლებელი წყარო, რომლისგანაც ისინი თავის ძალას ხაპავდნენ: ეს იყო ხალხსა და ხელისუფლებას შორის კავშირის განმტკიცების, ტახტისადმი ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის თავისებური ჯილდო და ბოლოს, მასებისთვის დაგროვილი ემოციებისაგან გათავისუფლების თავისებური საშუალება.
ინკების საზოგადოებაში არავის არ ჰქონდა უფლება დრო სიზარმაცეში და დროსტარებაში გაეფლანგა, მაგრამ მოხუცები სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდნენ.
მეორე კურიერი, რომელიც საყვირით გებულობდა კოლეგის მოახლოებას, სწრაფად ემზადებოდა და მასთან ერთად გარბოდა რამდენიმე ასეულ მეტრს და ცდილობდა ზუსტად დაემახსოვრებინა ის ინფორმაცია, რომელიც მას მესამე კურისრისთვის უნდა გადაეცა, ის მეოთხეს და ა .შ.
ეს უვიცი და გაუნათლებელი, იმავე დროს სასტიკი ადამიანი, შვიდი წლის მანძილზე მონაწილეობდა ინდიელთა აჯანყების ჩახშობაში კუნძულ ესპანიოლაზე.
აი ამ მითებიდან ერთ–ერთი: "ესპანელმა დამპყრობლებმა ხელთ იგდეს ინკარი, მზის ღმერთის შვილი, სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.
