გრიგოლ ხანძთელის ბიოგრაფიული მონაცემებისა და ლიტერატურული წყაროს — „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით მონასტრისა და ზედა ეკლესიის შედარებით უფრო ზუსტ დათარიღებას გვაძლევს ვახტანგ ჯობაძე და ასკვნის, რომ მიქაელ პარეხელს მონასტერი გრიგოლ ხანძთელის სიცოცხლეში დაუარსებია (759-861); პარეხთა დაარსდა მას შემდეგ, რაც მიქაელმა ოპიზის სავანე აღადგინა, ანუ 826 წლის შემდეგ.
ამ ნაგებობას ვახტანგ ჯობაძე საერთოდ არ განიხილავს, ხოლო ბრუნო ბაუმგარტნერი და დავით ხოშტარია მას სამლოცველოდ მოიხსენიებენ.
ვახტანგ ჯობაძე ქართული არქიტექტურისათვის ამ უჩვეულო ელემენტს მშენებლის თავბრუდამხვევი ხედებით შთაგონებას მიაწერს და არა ეკლესიის აგების ტრადიციულ წესებს .
გიორგი მერჩულეს ცნობის საფუძველზე ნიკო მარმა დაასკვნა, რომ ეს უნდა იყოს მიქაელ პარეხელისა და ბასილის საძვალე .
2008 წელს პარეხის მონასტრის იმავე სამლოცველოში გიორგი კალანდიამ პირველად შეამჩნია და გადაიღო სხვა, აქამდე უცნობი წარწერა.
