დირაკს შესაძლებლობა მიეცა მისი ნორმალური კვლევითი პროდუქტიულობა შეენარჩუნებინა მხოლოდ იმიტომ, რომ მანსი ზრუნავდა ყველაფერ დანარჩენზე.“ მათი ქორწინების კიდევ ერთი დახასიათება — "ის იყო მისი ელვისი და ის იყო მისი პოლკოვნიკი პარკერი" — რაც მათი ქორწინების საკმაოდ უცნაურ, თუმცა მიახლოებულ განსაზღვრებად მიიჩნეოდა."  2009 წლის ბიოგრაფიის მიმომხილველი განაგრძობს: "დირაკი საკუთარ [ემოციონალურ] სისუსტეს მამამისს აბრალებდა, შვეიცარიელ იმიგრანტს, რომელიც ცოლს ჩაგრავდა, სასტიკად ექცეოდა შვილებს და იძულებულს ხდიდა პოლს შინ მხოლოდ ფრანგულად ესაუბრა, მიუხედავად იმისა, რომ დირაკები ბრისტოლში ცხოვრობდნენ.
დირაკმა დააფუძნა ველის კვანტური თეორია დირაკის განტოლების მისეული ინტერპრეტაციით, რომლის საფუძველზედ მან ანტიმატერიის არსებობა იწინასწარმეტყველა.
