1990-1995 წლებში საქართველოში შიდაეკონომიკური სიძნელეების გამო მკვეთრად შემცირდა „ბორჯომის“ წარმოება, მაგრამ 1995 წლიდან პრივატიზაციის შედეგად ბორჯომის წარმოებას შეუდგა კომპანია საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია (Georgian Glass & Mineral Water Co.
უცნობია, თუ კონკრეტულად რა დაავადება ჰქონდა მას, თუმცა ცნობილია, რომ წყალმა მას დიდად არგო, რის გამოც ბორჯომის მინერალური წყლის პირველ წყაროს გოლოვინმა ქალიშვილის სახელი (Екатерининский) უწოდა ხოლო მეორეს — საკუთარი (Евгеньевский).
XIX საუკუნიდან მოყოლებული დღემდე „ბორჯომის“ და მისი უნიკალური თვისებების შესახებ 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სამედიცინო გამოკვლევაა დაწერილი.
1957–1978 წლებში ჩატარებული საბურღი სამუშაოების შედეგად ბორჯომის საბადოების საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გამოვლინდა ახალი საექსპლუატაციო უბნები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ბორჯომის წყლის მარაგები.
