ჰარდი მოგვინებით ამბობდა, რომ რამანუჯანი ეილერის და გაუსის დონის გენია იყო, რომელმაც იმავე მასშტაბის შედეგებს ვერ მიაღწია განათლებაში არსებული "თეთრი ლაქების" გამო.
ჰარდი ამბობდა, რომ იგი ყველაზე უცნაური "მოსწავლე" იყო მის ცხოვრებაში, რადგან უღრმესი ინტუიციის მფლობელ რამანუჯანს მათემატიკის უდიდეს ნაწილზე წარმოდგენაც კი არ გააჩნდა.
ჰარდი თვლიდა, რომ ლიტლვუდი მასზე ძლიერი მათემატიკოსია, რომელშიც ინტუიცია და ტექნიკა იდეალურადაა შეხამებული; ევროპელ მათემატიკოსებში მოარული ხუმრობის თანახმად კი, ლიტლვუდი ჰარდის მოგონილი პერსონაჟია, რომელსაც ჰარდი თეორემის დამტკიცებაში აღმოჩენილ ხარვეზს დააბრალებს, თუ ასეთს როდისმე ექნება ადგილი.
უინჩესტერის სპარტანულმა ატმოსფერომ ჰარდი ვერ მოხიბლა, თუმცა მომავალში ის ხშირად აღნიშნავდა, რომ იქ მან ძალიან კარგი განათლება მიიღო.
ახალ, საკუთრივ რამანუჯანის მიერ მიღებულ თეორემებს არანაირი დამტკიცება არ ახლდათ, ცნობილი თეორემების ფორმულირება კი ძალზე არატრადიციული იყო, რაც მეტყველებდა იმაზე, რომ წერილის ავტორმა თავად მიაგნო ამ შედეგებს.
